შეხვედრა დათო ტურაშვილთან
ხაშურის მე-9 საჯარო სკოლა ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული ცხოვრებით, დღესაც გრძელდება ეს ტრადიცია. სულ ცოტა ხნის წინ, სკოლის დირექტორის, ბატონი მამუკა ხაჩიძის თაოსნობით სკოლას ესტუმრა გამოჩენილი ქართველი მწერალი დათო ტურაშვილი. ეს დიდი საჩუქარი იყო თითოეული ჩვენგანისათვის. რა დასამალია, რომ საყვარელ მწერალთან შეხვედრა ყველას ოცნებაა. ჩვენ კი, ეს ოცნება აგვიხდა. საღამოს ესწრებოდნე რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები. ბატონი დავითი საინტერესოდ გვესაუბრა თავის შემოქმედებაზე, წიგნებზე. შემდეგ საღამო კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას, რომელიც საყვარელი მწერლისთვის გვქონდა განკუთვნილი. ყველაზე მეტად გაგვაკვირვა შემოქმედის უშუალო ბუნებამ, დარბაზში მისი შემოსვლისთანავე საოცრად მშვიდი ატმოსფერო შეიქმნა, თითქოს წაიშალა ყოველგვარი დაძაბულობა, რომელიც ხშირად ასეთ შეხვედრებს თან ახლავს. ბავშვებს გვაინტერესებდა, თუ როგორი გრძნობაა, როცა შემოქმედებით მწვერვალზე იმყოფება მწერალი. ბატონი დავითის პასუხი კი ასეთი იყო: ,,...მიდიხარ, მწვერვალი გგონია, მოექცევი თავზე, მაღლა აიხედავ და რწმუნდები, რომ მწვერვალამდე ისევ შორია და ისევ უნდა იარო...“ შეხვედრამ ბრწყინვალედ ჩაიარა, ეს დღე დაუვიწყარია ჩემთვის და ჩემი თანატოლებისათვის. მადლობას ვუხდი ბატონ მამუკა ხაჩიძეს ამ შეხვედრის ორგანიზებისათვის. მჯერა, წინ კიდევ უამრავი ლამაზი საღამო გველოდება. სიყვარულით; მაიკო წიქარიშვილი XII კლასის მოსწავლე. |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტებს შემდეგ სიახლეებს სთავაზობს:
26.02.2015
26.02.2015
ხაშურის №9 საჯარო სკოლა გილოცავთ
ახალი 2013-14 სასწავლო წლის დაწყებას
18.09.2013
ახალი 2013-14 სასწავლო წლის დაწყებას
18.09.2013
2013-2014 სასწავლო წლისთვის საჯარო
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
28.03.2013
სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
28.03.2013
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 1 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით.
28.03.2013
28.03.2013
2011 წლის 24 თებერვალი: ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონი დონარი რომელაშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ჩირაღდნის გახსნა.
სკოლის საკონცერტო დარბაზი.
2010 წლის 25 ოქტომბერი: ΙΙ-VIII კლასების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. კოორდინატორი: ხათუნა ჩიტაძე.
იაკობ გოგებაშვილის დარბაზი.
2010 წლის 25 ოქტომბერი: აკაკი წერეთლის კაბინეტის გახსნა ΙΧ საჯარო სკოლაში.
აკაკი წერეთლის "გამზრდელის" ხელნაწერის წარდგინება.
კალიგრაფი - მოსწავლე: მარიამ სამხარაძე.
2010 წლის 26 ოქტომბერი: ღია გაკვეთილი IX კლასში. პედაგოგი ნანი კაპანაძე.
2010 წლის 26 ოქტომბერი: ლიტერატურული ვიქტორინა: "რა ვიცით აკაკის შესახებ".
კოორდინატორი: ჟუჟუნა კაციტაძე.
საკონფერენციო დარბაზი.
2010 წლის 27 ოქტომბერი: მოსწავლეთა საქალაქო კონფერენცია.
კოორდინატორი ნატალია ლომიძე.
საკონფერენციო დარბაზი.
2010 წლის 28 ოქტომბერი: "მე ვკითხულობ აკაკის".
საქართველოს დიდების დარბაზი.
2010 წლის 28 ოქტომბერი: ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "აკაკი"
კოორდინატორი: პედაგოგები თამარ ღვალაძე და მზევინარ რევაზიშვილი.
საქართველოს დიდების დარბაზი.
2010 წლის 29 ოქტომბერი: სკოლის დირექტორის მურად მთვარელიძის წიგნის "აკაკი წერეთლის ეპიტაფიები" წარდგინება. VI-VII-VIII-IX კლასების მოსწავლეები.
კორდინატორი: ნატალია ლომიძე.
სხვიტორი, აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი.
2010 წლის 6 ოქტომბერი: ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია "ფეხზე დაგიდგები ჩემო საქართველო". პედაგოგი ნინო თუმანიშვილი".
ქართული ენის დარბაზი.
2010 წლის 5 მარტი: ხაშურის რაიონის მკვიდრ მშვენიერ ქალბატონთა ფოტოსურათების გამოფენა.
ხელოვნების მასწავლებლის ქალბატონ ნანა ქაშიაშვილის ნამუშევრების გამოფენა.
საკონფერენციო დარბაზი.
2010 წელი. IXბ კლასის ექსკურსია: - საგურამოში, მცხეთასა და თბილისში.
2010 წლის 12 თებერვალი: გიორგი ლეონიძის დაბადების 110 წლისთავისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია.
საკონფერენციო დარბაზი.
2009 წლის 29 ოქტომბერი: ღვაწლმოსილი პედაგოგის ნინო თუმანიშვილის დაბადების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ჩირაღდნის გახსნა.
დარბაზი "საქართველოს დიდება".
2009 წლის 1 სექტემბერი: სკოლის პირველი დირექტორის, ცნობილი ჟურნალისტისა და პედაგოგის ლევან კაკიაშვილის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით, მისი სახელობის ჩირაღდნის გახსნა.
2009 წლის 11 ივნისი: მუსიკის მასწავლებლის, ცნობილი ხელოვანისა და კომპოზიტორის ქალბატონ ლიანა ტატიშვილის დაბადების 60 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო შეხვედრა და მისი სახელობის ჩირაღდნის გახსნა.
ქართული ენის დარბაზი.
2009 წლის 30 აპრილი: დაწყებითი კლასების ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონი ლენა ბურნაძის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.
საკონფერენციო დარბაზი.
2009 წლის 9 აპრილი: მუსიკალურ-ლიტერატურული კომპოზიცია აპრილის სევდა.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
2009 წლის 30 აპრილი: დიდი ქართველი პედაგოგის იაკობ გოგებაშვილის დარბაზის საზეიმო გახსნა.
ΙΧ საჯარო სკოლა.
2009 წლის 24 თებერვალი: გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია . რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის კვირეულთან დაკავშირებით.
სკოლის საკონფერენციო დარბაზი.
2008 წლის 27 ნოემბერი: ქართული ენისა და ლიტერატურის ყოფილი მასწავლებლის ელენე ლაბაძის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღნილი საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ჩირაღდნის გახსნა.
ხაშურის ΙΧ საჯარო სკოლა.
2008 წლის 9 ოქტომბერი: ხაშურის IX საჯარო სკოლის პედაგოგ, პოეტ ხათუნა ჩიტაძის წიგნის
"ჩემს სიზმრებს თქვენთვის მოფარდაგებულ ლექსებად გავშლი" წარგინება.
ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
2008 წლის 14 მაისი: ხაშურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი. სკოლის მიერ ორგანიზებულ რაიონულ კონკურსში "ჩემი ქართულის მასწავლებელი" მონაწილეთა დაჯილდოების ცერემონიალი.
უფროსი თაობის პედაგოგიური საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელის, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის პლატონ გუდაძის წიგნის "ერთი პატარა ზღაპარი" წარდგინება.
ხაშურის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.