2009 წლის სექტემბერში ხაშურის რაიონული გაზეთის ფურცლებზე გამოქვეყნდა ხაშურის ΙΧ საჯარო სკოლის დირექტორის, მწერლისა და მკვლევარის მურად მთვარელიძის წერილი "დავაწესოთ მასწავლებლის ჩირაღდანი", რომელშიც ავტორმა დასვა საკითხი სკოლებში დამსახურებული მასწავლებლების სახელობის ჩირაღდნის გახსნის შესახებ.
ინიციატივას იმავე გაზეთის ფურცლებზე მოჰყვა გამოხმაურებები, სადაც პუბლიკაციათა ავტორები მხარს უჭერდნენ ამ მართლაც საინტერესო ინიციატივას და გამოთქვამდნენ სურვილს ეს იდეა განხორციელებულიყო მთელ საქართველოში.
2009 წლის დეკემბერში ხაშურის ΙΧ საჯარო სკოლაში აღინიშნა ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონ ელენე ლაბაძის დაბადები 80 წლის იუბილე და სპეციალურად მოწყობილ ჩირაღდნის დარბაზში გაიხსნა მისი სახელობის ჩირაღდანი, ამავე დღისათვის მომზადდა და გამოიცა წიგნი "ელენე ლაბაძე" - სერიით "სიტყვიერების მასწავლებლები". იუბილის შესახებ სიუჟეტი გავიდა ''რუსთავი 2"-ის ეთერში.
2009 წლის 11 ივნისს სკოლამ აღნიშნა მუსიკის მასწავლებლის ცნობილი ხელოვანის , კომპოზიტორ ლიანა ტატიშვილის დაბადების 60 წლის იუბილე და გაიხსნა მისი სახელობის ჩირაღდანი.
იმავე წლის 1 სექტემბერს სკოლამ პირველი დირექტორის, ცნობილი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის ლევან კაკიაშვილის დაბადების 90 წლისთავთან დაკავშირებით ჩირაღდნის დარბაზში გაიხსნა მისი სახელობის ჩირაღდანი და გამოიცა მეორე წიგნი სერიისა "სიტყვიერების მასწავლებლები" - ლევან კაკიაშვილი.
2009 წლის 29 ოქტომბერს სკოლაში ასევე აღინიშნა ღვაწლმოსილი პედაგოგის ქალბატონ ნინო თუმანიშვილის დაბადების 75 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო თარიღი და გაიხსნა მისი სახელობის ჩირაღდანი.
2011 წლის 24 თებერვალს სკოლის განახლებულ საკონცერტო დარბაზში გაიმართა დირექტორის ყოფილი მოადგილის პედაგოგ დონარი რომელაშვილის დაბადების 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და გაიხსნა მისი სახელობის ჩირაღდანი.