ლარისა კიკნაძე
ხაშურის №9 საჯარო სკოლის რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.
დაიბადა 1962 წლის 5 სექტემბერს ქ. ხაშურში.
1979 წელს დაამთავრა ქ. ხაშურის რკინიგზის №5 საშუალო სკოლა.
1985 წელს დაამთავრა ქ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი.
1979 წელს დროებით მუშაობდა ხაშურის რკინიგზის №25 საშუალო სკოლაში რუსულის მასწავლებლად დაწყებით კლასებში.
1981-83 წლებში მუშაობდა რკინიგზის №96 და ქალაქის №2 საბავშვო ბაღებში რუსული ენის მასწავლებლად.
1983 წლიდან დღემდე მუშაობს ხაშურის №9 საჯარო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად.