ხაშურის №9 საჯარო სკოლა მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით. იგი დაარსდა 1972 წელს. სკოლის საერთო ფართია 2624 კვადრატული მეტრი. სკოლის ეზო კი მოიცავს 1.7 ჰა.
სკოლას აქვს სპორტული დარბაზი, სასადილო, საკონცერტო დარბაზი 250 მსმენელისათვის, კეთილმოწყობილი სანიტარული კვანძები და კაბინეტ-ლაბორატორიები.
ცალკე ფლიგელი უჭირავს დაწყებით კლასებს, სდაც განთავსებულია თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკლასო ოთახები, ხელოვნების კაბინეტი და იაკობ გოგებაშვილის სახელობის მემორიალური დარბაზი.
სკოლაში ასევე მნახველთა საერთო მოწონებას იმსახურებს ,,ქართული ენის”, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მიძღვნილი და ,,ჩირაღდნის" დარბაზები, ასევე დარბაზი სახელწოდებით ,,საქართველოს დიდება”.
მოსწავლეთა განათლების მიღების სამსახურშია საბუნებისმეტყველო, ხელოვნების და კომპიუტერების კაბინეტ-ლაბორატორიები.
სკოლის პირველი დირექტორი იყო ცნობილი ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ლევან კაკიშვილი (1972-1981წ.), შემდგომ წლებში სკოლას ხელმძღვანელობდნენ თინათინ თიგიშვილი (1982-1989წ.), თამარ მახათაძე (1989-2007წ.)
2007 წლიდან სკოლას ხელმძღვანელობს ცნობილი მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი მურად მთვარელიძე.
2010-2011 სასწავლო წელს მოსწავლეთა აღზრდა-განათლების საქმეს ემსახურება 39 მასწავლებელი, რომელთა ასაკობრივი მაჩვენებელი ასეთია: 30-დან 40 წლამდე 12 მასწავლებელი, 40-დან 50 წლამდე 10 მასწავლებელი, 50-დან 60 წლამდე 13 მასწავლებელი, 60-დან 70 წლამდე 3 მასწავლებელი, 70 წლის ზემოთ 2 მასწავლებელი. 2007-2008 სასწავლო წელს სკოლაში ჩატარდა რეაბილიტაციით გათვალისწინებული სამუშაოები. სრული რეაბილიტაცია ჩატარდა ძირითად კორპუსში, რის შედეგადაც სკოლას შეუძლია მოემსახუროს 750 მოსწავლეს. სკოლას აქვს სათანადო დონეზე მოწყობილი ბიბლიოთეკა, სამკითხველო და საკონფერენციო დარბაზები.
სკოლის მისია
ხაშურის №9 საჯარო სკოლა, ასახავს რა მასწავლებელთა, მშობელთა და თემის მოსაზრებებს, ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას, მოსწავლეთა ინტელექტუალურ, ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ განვითარებას, რათა მათ შეძლონ – სწავლა უსაფრთხო და მათთვის სასურველ გარემოში. მთელი ცხოვრების განმავლობაში – ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნება და სამართლიანი განსჯის უნარი
- იყვნენ:
- სანიმუშო, პატივცემული ადამიანები, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქენი
- IX საჯარო სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლებით, ქმნის მოზარდთა განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოს. ეს კი ხელს შეუწყობს დისციპლინირებული მოსწავლეების აღზრდას, სწავლისადმი მოტივაციის ზრდას.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი მოსწავლეებთან, მშობლებთან და თემის წამომადგენლებთან ერთად ზრუნავს ისეთი მოქალაქეების აღზრდისათვის, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებს.
სკოლის მიზანი
სკოლის მიზანია მოსწავლეთა საგანმანათლებლო, ფიზიკური, სოციალური და ემოციური საჭიროებების დაკმაყოფილება, რათა მათ უმტკივნეულოდ დაძლიონ მოზარდობის სიძნელეები.
სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ვალდებულებას იღებს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სკოლაში შესაძლებელი გახდეს მრავალფეროვანი საგანმანათლებლო აქტივობების გამოყენება, გათვალისწინებული იქნება მოსწავლის სწავლის სტილი, მოსწავლე დადგება სწავლა-სწავლების ცენტრში.
სკოლა განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს მოსწავლეთა იმ უნარ-ჩვევების განვითარებას, რაც მომავალში დაეხმარება მათ გახდნენ წარმატებული მოქალაქენი.
სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა აქტიური ჩართვის მიზნით ჩამოვაყალიბებთ მშობელთა სათათბიროს, რომელთა მეშვეობით მოხდება მშობლებთან და თემთან ურთიერთობა.
სამეურვეო საბჭოს წევრებთან კონსტრუქციული ურთიერთობა, შემეცნებასა და ანალიზზე ორიენტირებული სწავლების პრინციპების დამკვიდრება, კრიტიკული და შემოქმედებითი პედაგოგიური მეთოდიკის შემოტანა, მოსწავლეთა თვითმმართველობის ეფექტური მუშაობის გაშლა, სასკოლო პროცესებში მშობელთა მიერ მასწავლებელთა შეფასების ერთგვარი წესის შემუშავება.
სკოლის ბიუჯეტის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა და მისი ობიექტური, რაელური და გამჭვირვალე დაგეგმვა და განკარგვა.
სკოლის მუდმივი კავშირი სხვადასხვა ფონდთან, გრანტების მოპოვებისაკენ სწრაფვა, შემოქმედებითი პროცესებისადმი, სპორტისა და სამეცნიერო უნარ-ჩვევებისადმი ხელშეწყობა, გონებრივი და ფიზიკური რეზერვების გამოყენება და პოპულარიზაცია.
რეგულარულად ხდება ინფორმაციების გაცვლა საგანმანათლებლო რესურსცენტრთან.